Back to Top
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 08:26

მირუაშვილი: 8 საათზე ყველა უბანი მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად

Rate this item
(0 votes)

გორის საოლქო - საარჩევნო კომიიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, გორის საარჩევნო ოლქში არსებული 105 უბანი დილის 8 საათისათვის ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო.

"შვიდ საათზე გაიხსნა ყველა უბანი. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, უკვე რვა საათზე,  კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად", - განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.

გორის საარჩევნო ოლქში სულ 105 საარჩევნო უბანია გახსნილი და 111 623 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Read 898 times