საარჩევნო უბნებთან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ პლაკატებს აკრავენ

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საარჩევნო უბნებთან მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას აკრავენ.

აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა სოფელ ფხვენისში, ატენსა და ტირძნისში. 74- ე 62 -ე და 87 - ე საარჩევნო უბნებთან გაკრული სააგიტაციო მასალის ამსახველი ფოტოები რადიო "მოზაიკას"ადგილზე მყოფმა დამკვირვებლებმა მიაწოდეს. ერთ-ერთი მათგანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილია. მისი თქმით, ეს ქმედება კანონის პირდაპირი დარღვევა არაა, თუმცა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

"რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. ვეჭვობთ, რომ იგივე მდგომარეობაა სხვა სოფლებშიც. მართალია, ეს არ არის პირდაპირი კანონდარღვევა, მაგრამ ცალსახად არასასურველი და უსიამოვნო ფაქტია, რადგან შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს კეთდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების მოსახდენად", - განაცხადა ლექსო მერებაშვილმა.

Read 184 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი