Back to Top
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 10:42

მაკრახიძე: თითქმის პირველი ამომრჩეველი ვიყავი უბანზე

Rate this item
(0 votes)

საკუთარი არჩევანი გააკეთა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

იოსებ მაკრახიძემ ხმა გორის 82-ე საარჩევნო უბანზე 08:30 საათზე მისცა. დეპუტატი ფიქრობს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელი მის მიერ რჩეული კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში იქნება.

"თითქმის პირველი ამომრჩეველი ვიყავი, ჩემს შემდეგ ორი ამომრჩეველი შემოვიდა. პროცესი ჯერჯერობით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეის შემდეგ უნდა გამოსწორდეს ყველაფერი და უნდა დავიწყოთ ქვეყნის შენება. ნამდვილად არ ვნანობ იმ 50 000 ლარის გადარიცხვას, რომ არ ღირებულიყო, ხომ არ გადავრიცხავდი. ნამდვილად გამართლდება ის იმედები, რასაც ჩვენ რჩეულ კანდიდატზე ვამყარებდით", - აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

Read 898 times