სოფელ დიცის საარჩევნო უბანზე პირველი საჩივარი დაიწერა

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საარჩევნო უბანზე პირველი საჩივარი დაიწერა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა საჩივარი 38-ე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლის აგიტაციის საპასუხოდ დაწერა. საჩივარს ხელი "შენების მოძრაობის" დამკვირვებელმა ზაქარია ვატიტაძემაც მოუწერა. როგორც ვატიტაძემ რადიო "მოზაიკას" განუმარტა, უბნის სიახლოვეს 48- ნომრიანი მაისურით დადიოდა ქალი და ადგილობრივებს ესაუბრებოდა.

"ეს არის პატარა სოფელი. ყველა ყველაფერს ხედავს. შესაბამისად, აქ ასეთი მხარდამჭერი მაისურებით სიარული არის მიუღებელი. ჩვენ ვუთხარით, რომ გაეხადა ეს მაისური, მაგრამ არ დაგვიჯერა. ამის მერე დავწერეთ საჩივარი, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ის ვერ ჩაერეოდა. საოლქოში დარეკეთ ან პატრული გამოიძახეთო, ასე გვითხრა. არსად აღარ დაგვირეკავს, რადგან ორსაათიანი განხილვის მერე, იმ ქალბატონმა ის მაისური გაიხადა, თუმცა კვლავ აქვე, ეზოში რჩება", - გვითხრა ვატიტაძემ.

იურისტ ლექსო მერებაშვილის განმარტებით, უბნის გარეთ სააგიტაციო კამპანიის წარმოება კანონის პირდაპირი დარღვევა არ არის, თუმცა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს.

Read 532 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი