ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი ფალავანი, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) აბუ დაბის გრანდ სლემში მეორე წრიდან ჩაერთო და პირელივე შეხვედრაში იაპონელ ტაკეში დოის დაუპირისპირდა.

შავდათუაშვილმა მეტოქე მარტივად, იპონით დაამარცხა და შემდეგ წრეში ჩინელ რირანგ ჟუს შეხვდება.

დღესვე ასპარეზობაში თამაზ კირაკოზაშვილიც (81 კგ.) ჩაერთო, რომელმაც პირველ წრეში გერმანელი კონრადი დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში კი ირანელ საეიდ მოლაეის აჯობა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

Read 414 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 28 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი