ოპოზიციის მტკიცებით, ერთ-ერთ უბანთან ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სადგურის დასახლებაში, #1 საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მედეა აბაშიძე.

მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებს ამომრჩევლები მანქანით მოჰყავთ და ადგილზე, ხმის მიცემამდე, ფულს აძლევენ.

"სადგურის დასახლებაში პირველ საარჩევნო უბანზე აქვთ სიები, რომლითაც "ქართული ოცნების" აქტივისტები ხელმძღვანელობენ. ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, იყო მერის წარმომადგენელი, რომელიც ღიად ეწეოდა სალომე ზურაბიშვილის აგიტაცია. მეტიც, ჰყავთ მანქანები, რომლითაც მოჰყავთ ამომრჩევლები, მაგრამ სანამ მოყვანილი ადამიანი საარჩევნო უბანზე შემოვა, შედის იქვე მდებარე სახლში, სადაც ეჭვი გვაქვს, რომ ფულს აძლევენ", - გვითხრა აბაშიძემ.

ფაქტს უარყოფს მერის წარმომადგენელი მაია თვარაძე. მისი თქმით, ის საარჩევნო უბნის მიმდებარედ სიტუაციის გასაკონტროლებლად იმყოფებოდა.

"ახლა უკვე აღარ ვარ იქ, მაგრამ აქამდე ვიყავი, რადგან მაინტერესებდა, როგორ ვითარებაში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი. მე ვარ მერის წარმომადგენელი და ჩემს ინტერესშია, რომ არაფერი არ მოხდეს. კანონი მაძლევს უფლებას, რომ უბნის სიახლოვეს ვიარო. ამით არაფერს ვაშავებ. თან კვირა დღეა და დასვენებაა", - ამბობს მაია თვარაძე.

ფულის დარიგების დამადასტურებელი მტკიცებულება ოპოზიციას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.

Read 275 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი