mukilurji640X90

ვახტანგაშვილი: ქვეყანაში იქმნება რევოლუციური სიტუაცია

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შენების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია იქმნება.

ვახტანგაშვილს მიაჩნია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ რეალურად მიიღო ამომრჩეველთა 40%, რევოლუციის მოწყობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

"ქვეყანაში იქმნება რევოლუციური სიტუაცია. და ახლა ხელისუფლებას, რომელიც არის პრაქტიკულად კედელთან მიყენებული, უტაქტო, უსაქციელო ქმედებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას, ერთადერთი, რაც მე შემიძლია მოვუწოდო, არის ის, რომ რევოლუცია ააცილოს ქვეყანას. გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რაც ამ ქვეყანას ააცდენს რევოლუციის საფრთხეს. შექმნილია ასეთი სიტუაცია. პოლიტიკაში გამოცდილი ისეთი კაცი, როგორიცაა სააკაშვილი, მან რომ ხელში დაიჭიროს 40%, ამ სიტუაციას გაუშვებს ხელიდან? ხომ არ გვავიწყდება, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში შევარდნაძის დრო? მოვიდა რევოლუციით", - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა

Read 204 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი