მაკრახიძე: მეორე ტურის შემთხვევაში იმდენს არა, მაგრამ რაღაც ნაწილს ისევ შევწირავ სალომეს

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის თანხის შეწირვას ისევ აპირებს.

ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პრეზიდენტობის არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნება. პარლამენტარი აზუსტებს, რომ იმდენ თანხას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გაიღო, აღარ გადარიცხავს. თუმცა აზუსტებს, რომ 50 000 -ის ნაწილი შესაძლოა ისევ გადარიცხოს.

"თუ იქნება მეორე ტური, ისევ დავეხმარები სალომე ზურაბიშვილს. იმდენს არა, რაც უკვე გადავრიცხე არჩევნებამდე, თუმცა რაღაც ნაწილს გავიღებ, თუ საჭირო გახდება", - ამბობს პარლამენტის წევრი.

იოსებ მაკრახიძემ წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილს., შემოწირულობის სახით 50 000 ლარი ჩაურიცხა. მანამდე კი ამბობდა რომ კანდიდატისთვის თანხის შეწირვას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს მისი მხარდაჭერა სტუმრიანობასა და ზოგადად, კამპანიის წარმოებაში დაეხმარებოდა.

Read 998 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი