პროექტი, რომელსაც თითქმის მთელი ქალაქი გულშემატკივრობს
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის მაისის თვეში ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გაიმარჯვა. უწყებამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა.
პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ 100 ათასი ლარი, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი დაახლოებით 300 000 ლარია. დაფინანსებული პროექტი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა.
პროექტის ფარგლებში მოხდება ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა. საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, 4 500 მეტრი სიგრძის ველობილიკი (ველო გაქირავების ადგილები), ველო პარკინგის 5 სივრცე და 4 საზოგადოებრივი საპირფარეშო.
პროექტის შესახებ ქალაქის მერმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და პროექტის მიზნებზე ისაუბრა.
პრესკონფერენციას ესწრებოდა ოთო გვრიტიშვილიც. ის ერთ-ერთია, ვისი ინიციატივითაც ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია შემუშავდა.