Back to Top
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 22:35

ოპოზიცია: გორის №1 საარჩევნო უბანზე მოჭიდავეებმა ალყა შემოგვარტყეს

Rate this item
(0 votes)

"გაერთიანებული ოპოზიცია" აცხადებს, რომ გორის №1 საარჩევნო უბანზე მმართველი პარია სიტუაციის დაძაბვას ცდილობს.

ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ოპოზიიცს ერთ - ერთმა წარმომადგენელმა, მედეა აბაშიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა წააგო, რის გამოც "ქართული ოცნება" გარკვეული ზომების მიღებას გეგმავს.

"ჩვენ აქ ვართ ადგილზე და ვხედავთ, რომ მიმდებარე ტერიტორია მოჭიდავეებითაა სავსე. ეს მას შემდეგ ალბათ, რაც "ოცნებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ამ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ მოიგო და სავარაუდოდ უბნის დარბევა აქვთ ჩაფიქრებული. მთელი ჩინოვნიკები და საჯარო მოხელეები მოიყვანეს და აპირებენ გარკვეული ზომების მიღებას", - აცხადებს მედეა აბაშიძე. 

Read 1170 times Last modified on კვირა, 28 ოქტომბერი 2018 23:19