Print this page
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 22:55

ოპოზიცია: გორის №1 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ოქმს ხელს არ აწერს

Rate this item
(0 votes)

გორის №1 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი დასრულდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, შედგენილ ოქმს კომისიის თავმჯდომარე ხელს არ აწერს. 

წინასწარი მონაცემებით,  არჩევნებში მონაწილეობა 610-მა ამომრჩეველმა მიიღო, აქედან სალომე ზურაბიშვილმა 181, გრიგოლ ვაშაძემ 217 ხმა მიიღო. ამ შედეგს არ ეთანხმება კომისიის თავმჯდომარე და როგორც ცნობილი ხდებ,ა ოქმზე ხელის მოწერას არ აპირებს. 

"ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლის პროცედურა ჯერ არ დამთავრებულა. შესაბამისად, ვიცე-მერის განმარტებით, წინასწარი შედეგები მათთვის ჯერ უცნობია. 

Read 964 times Last modified on კვირა, 28 ოქტომბერი 2018 23:19