გორში, 8 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

ოქტომბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რვა წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ი.ნ. -ს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

ი.ნ.-ს  ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გორში 8 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა, რამდენიმე საათში კი მდინარე ლიახვის პირას მოკლული იპოვეს.

Read 604 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი