გორის საოლქო - საარჩევნო კომისიაში ერთი საჩივარია შესული

ოქტომბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის №32-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა მიაწოდა. მისი განმარტებით, ხმების დათვლის დასრულებამდე შემოსული საჩივრის შემდეგ, პრეტენზიები წერილობით, საოლქო კომისიაში აღარ შესულა.

აღნიშნული საჩივარი ა/ო "სამართლიანი არჩევნები" დამკვირვებელმა დაწერა, რომელიც გორის №75-ე უბანზე (სოფელი ძევერა) დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხება.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 105 უბანი იყო გახსნილი. გორის ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობა კი 111 623-შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. 60 743 მოქალაქემ კი საკუთარი პოზიცია არ გამოხატა.

ამავე თემაზე: 14 საარჩევნო უბნის შედეგები გორის ოლქში

Read 654 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 29 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი