ავარიის შედეგად დაშავებულები რეანიმაციაში რჩებიან - ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ოქტომბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კარალეთთან და გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულები ამ დრომდე "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. 

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულებიდან ერთ-ერთის, 35 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის გუშინ, კარალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა და ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გორთან მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. ხოლო კარალეთთან, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ ერთმანეთს. რის შედეგადაც, 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. 

 

 

 

Read 376 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი