Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 14:07

პარლამენტარის სოფელში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

Rate this item
(0 votes)

სოფელ სკრაში გახსნილ უბნებზე ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მოიპოვა.

59-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი სკრისა და სკრის მეურნეობის, ასევე დიდი და პატარა გორიჯვრის მოსახლეობამ დააფიქსირა, რომელთა რაოდენობა 624 ამომრჩევლით განისაზღვრა. აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა კი 1072-ს შეადგენს. სკრის დევნილთა დასახლებაში ასევე სალომო ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ხმების დათვლის შედეგად შედგენილი ოქმის მიხედვით, სკრის 59-ე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილს 279-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 215-მა კი არჩევანი გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ გააკეთა.

სოფელ სკრის საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია პარლამენტის წევრმა, თემურ ხუბულურმაც დააფიქსირა.

ამავე თემაზე: 14 საარჩევნო უბნის შედეგები გორის ოლქში

Read 987 times Last modified on ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 14:25