ენერგოომბუდსმენი: არაგონივრული ხარჯი 10%-საც არ დაუფიქსირდა

თებერვალი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"არაგონივრული ხარჯი მომჩივანების 10%-საც არ დაუფიქსირდა", - აცხადებს ენერგოომბუსმენი. სალომე ვარდიაშვილს რადიო "მოზაიკა" რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა. 

„ჩვენს მიერ განხილული საჩივრებიდან იყო ისეთებიც, რომელთაც ჰქონდათ არაგონივრულად გაზრდილი ხარჯი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ან ვიდრე ჰქონდათ წინა წლებში", - განაცხადა ენერგოომბუდმსმენმა. მისი თქმით, ასეთი მომჩივანები მთლიანი რაოდენობის 10%-საც არ შეადგენს.

„ასეთ აბონენტებს ჩვენ ცალკე ვახარისხებთ. შემდეგ ეტაპზე დაიწყება ამის გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ასეთი ზრდა. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვისაც ეთქვათ უარი, ჩვენ ვთხოვეთ გაზმომარაგების კომპანიას დაერეკათ მათთვის და ურეკავენ კიდეც, რომ თქვენზე უკვე მივიღეთო პასუხი და გადაიხადეთ დავალიანება. აძლევენ კიდეც გარკვეულ ვადებს და მხოლოდ ამის შემდეგ თიშავენ". 

Read 1206 times Last modified on Last modified on თებერვალი 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი