გუბერნატორის ქონება ახალი დეკლარაციის მიხედვით

ოქტომბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გიორგი ხოჯევანიშვილმა გუბერნატორობის პერიოდში პირველი დეკლარაცია შეავსო.

მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემები 2013 წელს იყო შევსებული, მაშინ, როდესაც გიორგი ხოჯევანიშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. 

"მოზაიკა" დაინტერსდა, რა ქონებას ფლობს რეგიონის პირველი პირი და როგორ შეიცვალა მისი ქონებრივი მდგომარეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

უძრავი ქონება:

გიორგი ხოჯევანიშვილი ამ დროისთვის მიწის ნაკვეთებს ფლობს ტერიტორიულად 7 სხვადასხვა ადგილას. აქედან 6 - 2013 წლის შემდეგ აქვს მიღებული. ამ ნაკვეთიდან 2  ნასყიდობით, 34 000 ლარად აქვს შეძენილი. დანარჩენი კი ჩუქებით აქვს გადაცემული. მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი სოფელ კარალეთში 82302 კვ მ. შეადგენს, ყვარელის მუნიციპალიტეტში (სოფელი საბუე)5361კვ.მ, გარდაბანი, ბაგების სატყეო უბანი - 750 კვ.მ, წავკისში კი 1000 კვ.მ.

გარდა ამისა, გუბერნატორი სხვა უძრავ ქონებასაც ფლობს. ის თბილისში 104.2 კვ.მ ფართობის ბინის მფლობელია. ეს ქონება მას ჩუქებით აქვს გადაცემული 2012 წელს. დაბა ბაკურიანში (დიდველი) 47,4 კვ.მ. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის (მშენებარე) ფართობის მფლობელად კი მისი მეუღლე ფიქსირდება. აღნიშნული ქონება 2013 წელს 46 120 აშშ დოლარადაა შეძენილი. 

მოძრავი ქონება:

გიორგი ხოჯევანიშვილი ფერწერული ტილოს მფლობელია, რომელიც მას ჩუქებით 2011 წელს გადაეცა. 2014 წელს კი 8000 აშშ დოლარად "ტოიოტა კამრი" შეიძინა. ნაღდი ფულის სახით კი გუბერნატორს ანგარიშზე 3837 ლარი და 239 ევრო უფიქსირდება. მისი დანაზოგი კი 45 000 ლარს შეადგენს.

შემოსავლები და გასავლები:

შპს "გაზლენდიდან" (რომლის ხელმძღვანელად ის გუბერნატორობამდე იყო), გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 111 263 ლარი აქვს მიღებული. შპს "ნორბიდან" - 29 473 ლარი, შპს "თრასთი" - 32177 ლარი. შპს "ჯეო ფრუტი" - 2200. შპს "მაგთიკომი" -111 551, შპს "გორის დილა" - 34 458.

საერთო ჯამში, კერძო სექტორიდან გასული წლის მონაცემებით, ხოჯევანიშვილს 321 122 ლარი აქვს მიღებული. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ კი 30 000 ლარი შეადგინა. 

შემოსავლებთან ერთად გიორგი ხოჯევანიშვილს ახლადშევსებულ დეკლარაციაში გასავლებიც უფიქსირდება. გასულ წელს მან 65 000 ლარი ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს მიწის ნაკვეთის შესაძენად აჩუქა.

2000 ლარი კერძო საბავშვო ბაღში, 3500 ლარი კი კერძო სკოლაში შვილების განათლებისთვის გადაიხადა.

საჩუქრები:

გასულ წელს გიორგი ხოჯევანიშვილმა დედისგან საჩუქრადვაშლის ორი ბაღი მიიღო. 122 000 ლარად შეფასებული -30 309 კვ.მ ფართობი და 140 000 ლარად შეფასებული 34 990 კვ.მ. 

 

Read 728 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 30 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი