9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს გარყვნილი ქმედების მუხლით ბრალი დაუმძიმდა

ოქტომბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორში,9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, ი.ნ. -ს ბრალი დაუმძიმდა", - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მას ბრალი წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

"დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და 141-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა. დაემატა მუხლი 141-ე, რომელიც არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა საბანაძემ.

9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი. ნ.  26 ოქტომბერს დააკავა.

Read 718 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 30 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი