მაკრახიძე: თუ ზურაბიშვილი კანდიდატურას მოხსნის, ჩემი გადარიცხული თანხის გამო იმედები გამიცრუვდება

ოქტომბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს და გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

"ჩვენებისგან მოდის მესიჯები, რომ 20:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს და იქ დახვდება "ოცნების" ხალხი. მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვას. ეს არის ჭორი. მე ამის არ მჯერა. ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი, რადგან ოპოზიციის კანდიდატს კონკურენტი აღარ ეყოლება და ისე ჩატარდება მეორე ტური. მაგრამ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. მეორე ტურისთვის მთელი ძალებით ვიქნებით დარაზმულები ჩვენც და ხალხიც. ვინც პირველ ტურში არ მიიღო მონაწილეობა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ მივიდნენ არჩევნებზე. რადგან ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ბრძოლას აგრძელებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გამარჯვების იმედიც აქვს. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება ფრონტზე მიდიოდე და დამარცხებას ფიქრობდე", - აცხადებს მაკრახიძე,

რადიო "მოზაიკამ გორელ პარლამენტარს ზურაბიშვილისთვის გადარიცხული 50 000 ლარი შეახსენა, რა დროსაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ არ სურს იმის დაჯერება, რომ იმედები გაუცრუვდება.

"რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუება იქნება ჩემთვის, თუ ზურაბიშვილი კანდიდატურას მოხსნის. ფაქტიურად, ის 50 000 არაფრისთვის გადამირიცხავს. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ასე შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, დამენანება", - აღნიშნა დეპუტატმა.

არჩევნების შემდეგ, რადიო "მოზაიკას" იოსებ მაკრახიძემ განუცხადა, რომ მზად იყო საჭიროების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილისთვის კამპანია ისევ დაეფინანსებინა, თუმცა არა იმ ოდენობის თანხით, რამდენიც მან ზურაბიშვილს 10 ოქტომბერს გადაურიცხა.

Read 1532 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 30 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი