ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვები სიმულაციურ სამხედრო თამაშებში ერთვებიან

ოქტომბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ისაუბრა.

"ეს ის საკითხია, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებსა და ფორუმებზე. საუბარია ყველა ბავშვზე, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. საუბარია იმ გარემოზე, რომელშიც ამ ბავშვებს უწევთ ყოფნა. კერძოდ, სკოლამდელ დაწესებულებებში, ბაღებში არ არის იშვიათი, რომ ბავშვები ერთვებიან სხვადასხვა სამხედრო სიმულაციურ თამაშებში, ხდება ომისა და მტრის ხატის პროპაგანდა, რომელიც აბსოლუტურად დაუშვებელია. საუბარია ბავშვების მომავალზე, მათ ფსიქიკაზე და არავის აქვს უფლება, ასეთი ზეგავლენა მოახდინოს მომავალ თაობაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა.

Read 117 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი