რაზმაძე: ჩემს უბანზე სალომე ზურაბიშვილის წაგების გამო, შენიშვნა არ მიმიღია

ოქტომბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მის დასახლებაში სახელისუფლებო კანდიდატის წაგების გამო, მმართველი გუნდიდან შენიშვნა არ მიუღია.

“ნამდვილად არ ყოფილა რაიმე შენიშვნა ამის გამო, იმიტომ, რომ ეს არ იყო ერთი კაცის ბრალი, ეს იყო გუნდური შეცდომა, სისტემური პრობლემა გამოიკვეთა, ერთობლივად უნდა მოხდეს პრობლემის აღმოჩენა და მერე მისი განეიტრალება“, -ამბობს დავით რაზმაძე.

მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები გორში 6-დან 5 დასახლებაში წააგო, მათ შორის სადგურის დასახლებაში, სადაც ხმა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მისცა.

Read 798 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი