გორში "მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი 2018" გაიმართება

ოქტომბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

3, 4 და 5 ნოემბერს ქალაქ გორში, პროექტ "საქართველოს მოხალისის" ეგიდით, გორის მოხალისეთა კლუბისა და პროგრამა "PITA" - ს ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება "მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი 2018".

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 15 - 22 წლის 60 - მდე ახალგაზრდა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ფორუმის მიზანია ახალგაზრდებში დიპლომატიურ-ეკონომიკურ სფეროში ცნობიერების ამაღლება, დიპლომატიური კორექტივების ათვისება, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში გარკვევა, ოფიციალური დოკუმენტების შემუშავების სტრუქტურის გაცნობა და საჯარო გამოსვლის ხელოვნების დაუფლება.

ფორუმის მხარდამჭერები არიან:

  • "მეგობრობის ხიდი ქართლოსი"
  • ორგანიზაცია "ლიდერთა ლიგა"
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • გორის მუნიციპალიტეტის მერია
  • სოციალური საწარმო "ლინიმა არტი"

აღნიშნული ფორუმს, 3 ნოემბერს - ოფიციალურ გახსნაზე ეწვევიან ახალგაზრდობის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები გაეროში, ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები, პროგრამა "PITA" - ს რეგიონული კოორდინატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი და ორგანიზაცია "ლიდერთა ლიგის" დამფუძნებელი, „EVS პროგრამის მოხალისეები საქართველოში, "მეგობრობის ხიდი ქართლოსის წარმომადგენლები", პროექტ "საქართველოს მოხალისის რეგიონული კოორდინატორი".

შეგახსენებთ, რომ პროექტი საქართველოს მოხალისე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოველწლიური პროექტი, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, რომლის მიზანია მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერება და მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი მუნიციპალიტეტში გახლავთ "მეგობრობის ხიდი ქართლოსი".

Read 562 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი