მოსწავლის ეჭვის საფუძველზე მეხუთე სკოლაში პოლიცია გამოიძახეს - დირექტორი ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებას ხედავს

ოქტომბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მეხუთე საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიჩნია, რომ მას გატაცებას უპირებდნენ.

აღნიშნულის შესახებ მან სკოლის ადმინისტრაციას აცნობა, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. 

"გატაცების მცდელობა არ მომხდარა. ეს არის ჭორი. უბრალოდ, მოსწავლემ დაინახა მანქანა, მიიჩნია, რომ მისმა მძღოლმა შეხედა საეჭვოდ. ჩვენ გადავამოწმეთ ყველა კამერის ჩანაწერი, მძღოლი არც კი გადმოსულა მანქანიდან. უბრალოდ, ბავშვს შეეშინდა", - გვითხრა ზურაბ ქარელმა. ის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორია. 

ქარელი ფიქრობს, რომ საჭიროა მისი სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგმა იმუშაოს. 

"იცით თქვენ, რაც მოხდა - ვგულისხმობ 9 წლის გოგონას მკვლელობის ამბავს, რომელიც ჩვენი მოსწავლე იყო. ვაპირებთ, რომ ფსიქოლოგი მოვიწვიოთ და იმუშაოს ბავშვებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირ გატაცების მცდელობას არ ჰქონია ადგილი", - აცხადებს ზურაბ ქარელი. 

შეგახსენებთ, რომ 9 წლის გოგონა, რომელიც 25 ოქტომბერს მოკლული იპოვნეს, ამავე სკოლის მოსწავლე იყო. 

Read 2932 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი