კოვზიაშვილი: უცნობია, ვინ და რა ფორმით შეარჩევს პირველი საბავშვო ბაღის დირექტორს

ნოემბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის პირველი საბავშვო ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კვლავ ბაღის მნე, ნინო წერეთელია", - ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი დირექტორის საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავენ და მსჯელობენ, თუ ვინ და რა ფორმით შეარჩევს ბაღის ახალ ხელმძღვანელს. 

"რა თქმა უნდა, ახალ დირექტორი შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა, რა ფორმით და ვის მიერ იქნება შერჩეული, ამ დროისთვის, ჩემთვის უცნობია. ჯერჯერობით, დირექტორის მოვალეობას ისევ ნინო წერეთელი ასრულებს და შესაძლოა, წლის ბოლომდეც მან გააგრძელოს მოვალეობის შესრულება", - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

გორის პირველი ბაღის დირექტორმა, ლალი ბაიაძემ თანამდებობა 12 ოქტომბერს დატოვა. მან ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

Read 377 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი