დედაზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულმა პირმა თითები მოიჭამა - მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

ნოემბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წინასწარი დაკავების იზოლატორში შსს-ს მიერ დაკავებულმა პირმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულმა პირმა თითები მოიჭამა. მან სამი დღე "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში, ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ  გაატარა. ამავე საავადმყოფოში გადაიყვანეს დაკავებულის დედაც, რომელსაც შვილმა ბასრი იარაღით ჭრილობები მიაყენა. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, მამაკაცი ამჟამად ციხის საავდამყოფოშია გადაყვანილი. 

 "გორმედის" ცნობით, 30 წლამდე პაციენტი კომამდე იყო მისული და მას მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტი აღენიშნებოდა.

,,პოლიციის მიერ მოყვანილი იყო კლინიკაში პაციენტი, გამოხატული იყო მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტი, ძალიან მძიმე ნევროლოგიური აშლილობებით, კომამდე. მოგვიწია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დეტოქსიკაციის და ყველა პარამეტრის დარეგულირებისშემდეგ, მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. რის შემდეგაც, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური სუნთქვიდან და დღეს, სამართალდამცავების მიერ გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში. ჩვენთან ამ პაციენტის სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, სასიცოცხლო ფუნქციები დარეგულირდა და შესაძლებელი გახდა მისი გადაყვანა. გეტყვით იმასაც, რომ ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, მოგეხსენებათ, მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და სამი ბადრაგი ადგა თავზე. გარდა ინტოქსიკაციისა, აღენიშნებოდა ექსკორაციები სახეზე და მარჯვენა ხელის მტევანზე თითები ჰქონდა დაზიანებული. ბუნებრივია, ეს დაზიანებები ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. ჩვენივე კლინიკაში შემოყვანილი იყო სხვა პაციენტიც, ქალი, რომელსაც ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა ყელისა და მხრის არეში, თუმცა, ეს ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ქირურგიული დამუშავების შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე და უტარდება ამბულატორიული მკურნალობა“, - აცხადებს სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ყაზაიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება აღნიშნული პირის წინააღმდეგ სსკ-ის 260-ე და 126 -ე მუხლების მიხედვით მიმდინარეობს რაც ოჯახში ძალადობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Read 1150 times Last modified on Last modified on ნოემბერი 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი