ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 20 000 რუბლამდე იზრდება

ნოემბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი უახლოეს სხდომაზე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონპროექტს განიხილავს.

ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე კანონპროექტი დე ფაქტო მთავრობამ დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს 20 ათას რუსულ რუბლამდე.

"კანონპროექტი ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის, ვინაიდან არსებული ჯარიმის ოდენობა არ არის ეფექტური და ხელს არ უწყობს კანონდარღვევების რაოდენობის შემცირებას“, - განაცხადა ე.წ. პარლამენტარმა სერგეი ხარებოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდა შეამცირებს "უკანონო გადაკვეთის“ რაოდენობას და ხელს შეუწყობს ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდას.

Read 91 times Last modified on Last modified on ნოემბერი 02 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი