Print this page

გორის მერია "იაკობობას" 4 ნოემბერს აღნიშნავს 

ნოემბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იაკობობა 2018“  4 ნოემბერს გაიმართება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე კვირას აღინიშნება.

“მწერლის მშობლიურ სოფელში სტუმრებს სხვადასხვა სახის ღონისძიებები ელოდებათ, რომლებიც 12:00 - დან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

მოეწყობა საჯარო სკოლების კუთხეების და წარმოდგენები, გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, დამთვალიერებლებს მუზეუმი და პატარებს - ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

მიმდინარე წელს იაკობობა 27 ოქტომბერის ნაცვლად 4 ნოემბერს აღინიშნება", -  ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"იაკობობა 2018" 25 ოქტომბერს, გორში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.

 

Read 697 times Last modified on Last modified on ნოემბერი 02 2018