ტყვიავს მალე ნიკო კეცხოველის ქუჩა ექნება

თებერვალი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სკვერსა და ერთ-ერთ მთავარ ქუჩას, რომელიც სოფელ ფლავს უკავშირდება, ქართველი ბოტანიკოსის, მწერალისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო კეცხოველის სახელი მიენიჭება. ინიციატივა, გორის საკრებულოს წევრებს ლია ჩლაჩიძესა და ივანე კორინთელს  ეკუთვნის. მათ, შესაბამისი წერილით  საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მიმართეს. დეპუტატები  ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან დოკუმენტის,  საქართველოს მთავრობის სახელდების კომისიაში გადაგზავნას ელოდებიან.  დასტურის შემდეგ კი, საკითხს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო კენჭს სხდომაზე უყრის და გასული საუკუნის, საზოგადო მოღვაწის სახელი მშობლიურ სოფელში ისევ გაცოცხლდება.

 

სახელდების კომისიაში გაგზავნილ  ინიციატივაზე, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, მათავარი პირობაა, რომ  პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წელი იყოს გასული. იმის გათვალისწინებით, რომ ნიკო კეცხოველი 1982 წელს დაიღუპა, ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ მათი წამოწყება  ფუჭად არ ჩაივლის.

 

 გასულ კვირას, საკრებულოს წევრებმა ტყვიავში მდებარე სკვერს ახალი ნარგავებიც შემატეს. სახელის მინიჭების იდეაც მაშინ დაიბადა.

 

სოფელ ტყვიავში, წლების წინ, ნიკო კეცხოველის სახლ-მუზეუმიც არსებობდა. მისმა შთამომავლებმა კი, შენობა, სადაც ცნობილი ბოტანიკოსი ცხოვრობდა, კერძო პირზე გაყიდეს. ახალი მესაკუთრე  შეთავაზების მიუხედავად, ისტორიული ნაგებობის დათმობას არ აპირებს. შესაბამისად, სახელმწიოს მიერ მუზეუმის აღდგენა ვერ ხერხდება.

 

tyyy

Read 1426 times Last modified on Last modified on თებერვალი 02 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი