Back to Top
ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 12:39

გორის მერი: ხმის მიცემას ვერავის დავაძალებთ, ყველას თავისი არჩევანი აქვს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადებიან.

მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობა “დაიზარა“, ამიტომ მათი საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის შეხვედრებს გააგრძელებენ:

“რა თქმა უნდა, ეს თავად მოსახლეობის გადასაწყევტია, როგორ არჩევანს გააკეთებს. თუნდაც ა(ა)იპ - ის თანამშრომლები იყვნენ, მათ ვერ დააძალებ, თვითონ უნდა იაქტიურონ. არჩევნებში მონაწილეობისთვის ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, არა მხოლოდ ა(ა)იპ - ის თანამშრომლებს. ჩვენ ბევრად მობილიზებულად და აქტიურად დავიწყეთ მეორე ტურისთვის მზადება. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პირველივე ტურში გაემარჯვა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ არჩევნები დემოკრატიულად ჩავატარეთ და ახლა ვემზადებით მეორე ტურისთვის“, -განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Read 852 times