მაკრახიძე საჯარო მოხელეებზე: ეგენი არიან "ბეზძელნიკები" და სხედან ფეისბუკში

ნოემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში საჯარო მოხელეების გააქტიურებას ეხმაურება და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაზიარებულ პოლიტიკურ პოსტებს მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ვიდეოებს, ფოტოებსა თუ ტექსტებს საჯარო მოსამსახურეები უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენენ და ძირითადად არასამუშაო საათებში, პარლამენტარის აზრით, მათი ეს ქმედება გაუმართლებელია და საზოგადოებას თავს მსგავსი საქმეებით არ უნდა ამახსოვრებდნენ. იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ ისიც არის ფეისბუკის მომხმარებელი, თუმცა მსგავსი ქმედებისთვის არასოდეს მიუმართავს და თვლის, რომ საჯარო მოხელემ დრო უფრო საჭირო და სასარგებლო საქმეს უნდა დაუთმოს.

"მე ვიყენებ სოციალურ ქსელს, მაგრამ ხშირად არა. იმას ის მოსდევს, ამას ეს მოსდევს და მირჩევნია არაფერი დავწერო. არ არის საჭირო. ყველა მანდ აზიარებს, რაც უნდათ და არ უნდათ. არ ვარ მე ჭორიკანა კაცი. არ მიმაჩნია ეს გამართლებულად. ვინც პოლიტიკურ მასალას მიზანმიმართულად აქვეყნებს, თუნდაც ისეთს, სადაც ჩვენი კონკურენტი კანდიდატი უარყოფითადაა წარმოჩენილი, ან თუნდაც წინა ხელისუფლების უკანონო ქმედების შესახებ აზიარებს რამეს, - არიან უსაქმურები, "ბეზძელნიკები" და მეტი საქმე არ აქვთ. როგორ შეიძლება ასეთი დაძაბული მდგომარეობაა და ასეთ რაღაცებს აზიარებენ. მერე რა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. ვინც არ უნდა იყოს, მეტი სერიოზულობა და თავშეკავებულობა მოეთხოვება. მე, როგორც ამ ქალაქის დეპუტატი, ვურჩევდი გორელ საჯარო მოხელეებს, რომ ცოტა თავი შეიკავონ ამ ზედმეტობებისგან", - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

Read 1502 times Last modified on Last modified on ნოემბერი 05 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი