ზაზა ნასყიდაშვილი: ვიდეოების გაზიარებას არავინ გვავალებს

ნოემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი,ზაზა ნასყიდაშვილი Facebook - ის საკუთარ გვერდზე წინა ხელისუფლებისა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შესახებ სხვადასხვა ვიდეოს აზიარებს.

ვიდეოების შინაარსი “ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღდმეგოა. ზაზა ნასყიდაშვილი რადიო “მოზაიკასთან“ ამბობს, რომ მისთვის ამ ვიდეოების გაზიარება არავის უთხოვია და ამით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. 

45367209 2105746806131778 1624022117819351040 ndsdaasd

“თქვენ გაინტერესებთ, ვინმე ხომ არ გვაძალებს ან გვავალებს ამის გაკეთებას? არა, მასეთი რამ არ ხდება. ყველას თავისი თავისუფალი არჩევანი აქვს, მსგავსი რამ ნამდვილად არ ხდება. თანაც, ამ ყველაფერს მე არასამუშაო დღეებში ვაზიარებ, შაბათ-კვირას, ღამის საათებში, შესაბამისად კანონს არ ვარღვევ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ამაზე მითითებებს არავინ არ გვაძლევს“, - ამბობს ნასყიდაშვილი.

Read 665 times Last modified on Last modified on ნოემბერი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი