Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 15:41

ბესელია: გორში მოკლული გოგონას საქმეში ბრალდებული 2012 წელს ამნისტიით არ გათავისუფლებულა

Rate this item
(0 votes)

"გორში მოკლული გოგონას საქმეში ბრალდებული 2012 წელს ამნისტიით არ გათავისუფლებულა", – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ი. ნ. -ს სასჯელი სხვა პატიმრებთან ერთად შეუმცირდა, ხოლო მოგვიანებით, პრეზიდენტის შეწყალება პერსონალურად შეეხო.

"მცდარ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ. 2012 წლის ამინისტია შეეხო არა კონკრეტულად და პერსონალურად ამ ადამიანს, არამედ ყველა იმ პირს, ვისაც არ ეხებოდა კონკრეტული მუხლებით ამნისტიით გათავისუფლება. მათ სასჯელი შეუმცირდათ 1/4-ით, რადგან ზოგადად, საპატიმროებში იყო უმძიმესი ვითარება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ამ ადამიანს მოგვიანებით პრეზიდენტის შეწყალება შეეხო, როგორც პერსონალური აქტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Read 1703 times Last modified on ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 18:01