ზერტის საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში განაგრძო

ნოემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში განაგრძო.

ახლადგახსნილი სააღმზრდელო დაწესებულება გორის მერმა მოინახულა.

“2018 წელს გორის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა, ორმა კი ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში განაახლა. მეჯვრისხევის მსგავსად, ზერტის საბავშვო ბაღიც მუშაობას ალტერნატიულ ფართში აგრძელებს. ორივე სოფლის ბაღის შენობა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დემონტაჟს ექვემდებარება, რის გამოც ზერტში ერთი წელით, ხოლო მეჯვრისხევში რამდენიმე თვით შეწყვეტილი იყო სასწავლო პროცესი. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება ორივე სოფელში. გორის მერია, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა

ახალი საბავშვო ბაღი მეჯვრისხევსა და მეღვრეკისში 2019 წელს, ხოლო ზერტში 2020 წელს აშენდება. უახლოეს მომავალში დასრულდება ასევე ქვახვრელში იმ შენობის სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც საბავშვო ბაღი უნდა განთავსდეს.

მიმდინარე წელს საბავშვო ბაღები გაიხსნა ტინისხიდში, ქვემო ხვითსა და ფხვენისში, სადაც ამ ეტაპზე ჯამში 156 აღსაზრდელი ირიცხება. სამივე სოფელში ბაღები რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პატარებს სკოლამდელი განათლების მიღება ქალაქ გორის და მეზობელი სოფლების სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ.

ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღში 6000 - მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.

Read 321 times Last modified on Last modified on ნოემბერი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი