მოკლული გოგონას ახლობლები ბრალდებულის მათთვის გადაცემას მოითხოვენ

ნოემბერი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მოკლული 9 წლის გოგონას ახლობლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და მკვლელობაში ბრალდებულის მათთვის გადაცემას მოითხოვენ. 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გორის სამხარეო პოლიციაში მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს გამომძიებლებმა საქმეში არსებული ფოტო და ვიდეომასალის ნახვა შესთავაზეს. ოჯახის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, არსებული ფოტო და ვიდეომასალა მძიმე სანახავია. 

"მასალებით დასტურდება, რომ მას ბრალად აქვს წარდგენილი გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ. დეტალებისგან თავს შევიკავებ, გასაგები მიზეზების გამო. მასალა იყო ძალიან მძიმე. ვიდეო ბრალდებულის გადაღებულია. დგინდება, რომ სისხლი აღმოჩნდა იმ სახლში, სადაც ბრალდებული მუშაობდა და სადაც სავარაუდოდ მოკლულია გოგონა. ამასთან, დგინდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე ამოღებულია გარდაცვლილის სისხლის კვალი“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მოკლულის ბაბუა დაკავებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს.

Read 2421 times Last modified on Last modified on ნოემბერი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი