Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 22:06

ბრალდებულის ხალხის მიერ გასამართლების მოთხოვნით, გორში აქცია გრძელდება

Rate this item
(0 votes)

გორის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. მას მოქალაქეთა ნაწილიც უერთდება. 

გამომსვლელთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ. ისინი აქციაზე მოზარდებთან ერთად მივიდნენ. გორის ცენტრში მოკლული 9 წლის გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. გარდაცვლილის მშობლების მთავარი მოთხოვნა ბრალდებულის მათთვის გადაცემა.

"გადმოგვცენ მკვლელი და ჩვენ გავასამართლებთ. მაგან არ უნდა ისუნქთოს. ჩვენთვის მისი დაპატიმრება არაფერს ნიშნავს. ეგ უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ", - აცხადებენ მოკლული ბავშვის აქციაზე მყოფი ოჯახის წევრები. 

Read 3286 times Last modified on ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 23:02