mukilurji640X90

ბასიშვილი: დეპუტატები ბიზნესმენებს მხარდამჭერთა სიებს და შემოწირულობას მოსთხოვენ

ნოემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გაერთიანებული ოპოზიციის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი რესტორან "იმპერიალში" დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, პარლამენტარებს მსგავსი ფორმატის შეკრებების შესახებ მითითებები აქვთ მიღებული და ის მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას და მათ მობილიზაციას უკავშირდება. 

ყოფილი პარლამენტარი ფიქრობს, რომ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, ბიზნესმენებმა თავისი საწარმოების თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების სიები უნდა წარმოადგინონ, რომლებისგანაც მხარდაჭერა მმართველ გუნდს გარანტირებული ექნება. ბასიშვილი არ გამორიცხავს, რომ მათგან რამდენიმე სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა სიას შეემატოს. 

"ქართულ ოცნებას" შიდა ქართლში ძალიან გაუჭირდა, რადგან მოსახლეობამ სალომე ზურაბიშვილს სრული უნდობლობა გამოუცხადა. ამიტომ, მმართველ გუნდში სრული პანიკაა და მიღებული აქვთ დავალებები ყველა სფეროს წარმომადგენლებს, შეხვდნენ და მოიპოვონ მათი ნდობა. მაგრამ, თვითონაც ხვდებიან, რომ ეს აღარ გამოუვათ. პარლამენტარები, ჩემი ინფორმაციით, ხვდებიან მეწარმეებს, ბიზნესმენებს, ვისაც კი დასაქმებული ჰყავს 5 - 10 ადამიანი, რომ მათ შემდეგ თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების სიები შეადგინონ, რომლებისგანაც დარწმუნებულები იქნებიან, რომ ხმებს მიიღებენ. უფრო მეტიც, მიდის მუშაობა იმაზე, რომ ფინანსურად დაეხმარონ ბიზნესმენები სალომე ზურაბიშვილს. როგორც ჩანს, აღარ აღმოჩნდა საკმარისი მაკრახიძის გადარიცხული ფული და სხვებსაც აიძულებენ, რომ შესწირონ თანხა. მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ ამაოდ ირჯებიან, შიდა ქართლის მოსახლეობას უკვე ვეღარ მოატყუებენ და მათი განწყობა ჩვენ პირველივე ტურში დავინახეთ", - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

Read 801 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი