mukilurji640X90

საკრებულოში ენმ-დან ირმა ამბარდნიშვილი შევა

თებერვალი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

9 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი თეონა მაისურაძე მანდატის დატოვებაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მის ადგილს კი გორის მე-10 საჯარო სკოლის პედაგოგი და ნაციონალური მოძრაობის სიის მე-5 ნომერი ირმა ამბარდნიშვილი დაიკავებს, - ეს განცხადება რადიო ,,მოზაიკასთან“ პარტიის წარმომადგენელმა ბადრი ბასიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, მაისურაძე სასწავლბლად საზღვარგარეთ მიდის, თუმცა არ ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას.

,,თეონას პირადი გეგმები გამოუჩნდა და ჩვენც, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ ამ გეგმების განხორციელებაში. ის მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუმცა იყო, არის და რჩება ნაციონალური მოძრაობის წევრად. ჩვენთვის ის ძალიან შრომისმოყვარე კადრია და დიდი წვლილი აქვს ფრაქციის მუშაობაში. თუმცა პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და მოხდება ჩავანაცვლება ირმა ამბარდნიშვილით. შიდა პარტიული მსჯელობის შედეგად არჩევანი სწორედ მის კანდიდატურაზე გაკეთდა“, - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

საკრებულოდან აღნიშნული პარტიის წევრის გასვლის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ,,ქართულ ოცნებაში“. მამუკა ფანიაშვილი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას პოპულისტურს უწოდებს და უფრო აქტიური კადრით ჩანაცვლების მიზანზე მიუთითებს.

,,ნაციონალური მოძრაობა მიხვდა, რომ თეონა მაისურაძემ მათი მოლოდინები ვერ გაამართლა და აქტიურობით არ გამოირეოდა. ახლა მოიგონეს ვითომ სასწავლებლად მიდის და გაიყვანეს საკრებულოდან. სინამდვილეში ნაციონალურ მოძრაობას სულ სხვა მიზნები აქვს“, - ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

რადიო ,,მოზაიკა“ ირმა ამბარდნიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ამ ეტაპზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მისი დაკვირვებით გორის საკრებულოს მუშაობა ამდროისთვის არაეფექტურია და მისი პარტიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე მანდატის ფარგლებში მუშაობას აქტიურად შეუდგება.

Read 1351 times Last modified on Last modified on თებერვალი 02 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი