გორის მერი: ბიზნესმენებს წინა ხელისუფლების დაბრუნება არ სურთ, ზეწოლა კარგად ახსოვთ

ნოემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, რესტორან "იმპერიალში" ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ გორის მერმა კომენტარი დღეს გააკეთა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორები თავად ბიზნესმენები იყვნენ, რომლებმაც მერის განმარტებით, საარჩევნოდ მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.

"მათ მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს, აღნიშნეს, რომ აღარ სურთ იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომლებიც მათზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებდა. პირველ ტურშიც იყვნენ ჩვენს გვერდით, მაგრამ ისეთი აქტიურები არ იყვნენ, როგორიც საჭირო იყო. ეგონათ, რომ დიდი უპირატესობით მაინც გავიმარჯვებდით, მაგრამ ასე არ მოხდა ისევ და ისევ მოსახლეობის პასიურობის გამო. ჩვენ ხშირად ვხვდებით ბიზნესმენებსაც, პედაგოგებსაც და ყველა ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ჩვენთან შეხვედრის სურვილი. რაც შეეხება გუშინ გაჟღერებულ ოპოზიციის განცხადებას, თითქოს ბიზნესმენებს შემოწირულობის გაღებასა და ოჯახის წევრების, ასევე თანამშრომლების სიებს ვთხოვდით, სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

გორის მერმა ცენტრალურ შტაბში მისი ჩასვლის შესახებაც ისაუბრა და განმარატა, რომ მეორე ტურისთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მისი ვიზიტი და კომუნიკაცია ცენტრალურ ოფისთან, ბუნებრივია. 

"არავინ არაა განაწყენებული არც მერებზე და არც არავისზე. ეს არის მცდარი ინფორმაცია. გვქონდა შეხვედრა ზონის კურატორებთან. უფრო უკეთესი შედეგი რომ დაიდოს, ამაზე იყო მსჯელობა. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა", - განმარტა მერმა.

Read 241 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი