უმაღლესი განათლება აღმზრდელ-პედაგოგებისთვისაც სავალდებულო ხდება

თებერვალი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საბავშვო ბაღის დირექტორს, რომ ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი უნდა ჰქონდეს, ამაზე საუბარი, გორის მერიაში ახლა დაიწყეს. მიზეზი სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონში არსებული მოთხოვნებია. ამ პრინციპით, სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხე, გორის მუნიციპალიტეტის 17 ბაღის ხელმძღვანელს ემუქრება. არსებული ინფორმაციით, მათ გოგებაშვილის სახელობის პროფესიული სასწავლებლის განათლება აქვთ, რაც კანონითბ გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

გორის საბავშვო ბაღების დირექტორების ნაწილი, სიახლეს მხნედ ხვდება. ისინი აცხადებენ, რომ განათლების სათანადო ხარისხი აღელვების საშუალებას არ აძლევთ. რაც შეეხება თანამშრომლებს, მათი ინფორმაციით, აღმზრდელ-პედაგოგების უმრავლესობა უმაღლესი განათლების მქონეა.

ხელმძღვანელ პოზიციებზე უმაღლესი განათლების მქონე პირები რომ უნდა მუშაობდნენ, ცალსახად ეთანხმებიან გორის მერიაში. უწყებაში აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი დიპლომის ხარისხში ეჭვი ეპარება, შესაძლებლობა აქვს აკრედიტაციის ცენტრს მიმართოს.

ამ ეტაპზე უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებს მოეთხოვებათ, 2024 წლიდან კი ეს მოთხოვნა აღმზრდელ-პედაგოგებზეც გავრცელდება. ამის პარალელურად, წლებია საბავშვო ბაღების თანამშრომლები მასწავლებლის სტატუსის დაბრუნებას მოთმინებით ელოდებიან.

Read 1836 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი