დაპირისპირება მოვაჭრეებს შორის - ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს

ნოემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იმყოფება.

კომერციული ფართის მეპატრონესა და მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართოდ მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მეპატრონე მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა და ადგილზე გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევდა. 

"ორი წელია აქ ვდგავართ, მაგრამ ბოლო ხუთი დღეა სულ დაძაბულობაა. დღეს საერთოდ გვითხრა, აიღეთ თქვენი ნივთებიო. ამბობს, რომ ჩვენი აქ ყოფნა მაღაზიის მუშაობაში უშლის ხელს", - გვითხრა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, რომელიც ადგილზე წვრილმან ნივთებს ყიდის. 

დაპისრისპირების შედეგად, ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. 

"წერა-კითხვა რომ ვერ ვისწავლეთ, ეგ არის ჩვენი დანაშაული?! ამას გვეუბნებიან?! ვინმეს ჰგონია, რომ ამ ზამთარში აქ ჯდომა მოგვწონს", - ამბობდნენ გარემოვაჭრეები. 

სიტუაციის გარკვევის მიზნით, ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. მათი თქმით, ფაქტის მოკვლევის მიზნით, კონფლიქტის მხარეებს გამოკითხავენ. 

Read 534 times Last modified on Last modified on ნოემბერი 08 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი