ლავროვი ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

ნოემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 12 ნოემბერს ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი მედოევთან გამართავს შეხვედრას.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

დიმიტრი მედოევი სამდღიანი „ვიზიტით“ რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.

"10 - 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იქნება. 12 ნოემბერს ის მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავენ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, "მხარეები ასევე განიხილავენ „სამხრეთ ოსეთის“ პოზიციების საერთაშორისო არენაზე გაძლიერების საკითხს".

Read 168 times Last modified on Last modified on ნოემბერი 08 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი