გორის საცურაო აუზი დათქმულ ვადაში არ იხსნება - ობიექტს ახალი დირექტორი ჰყავს

ნოემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საცურაო აუზის დათქმულ ვადაში გახსნა ვერ ხერხდება. ჯერ არგახსნილ ობიექტს დირექტორი შეუცვალეს. 

 გორის საცურაო აუზის შენობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მშენებლობაზე დასაქმებული პირები ამბობენ, აუზის გახსნა მიმდინარე წელს ვერ მოესწრება. 

"ყოველდღე ვმუშაობთ, მაგრამ ამ წელში აღარაფერი იქნება. ჩანაფიქრშია, რომ გორს გრანდიოზული საცურაო აუზი ჰქონდეს, მაგრამ ეს ამ წელში ვერ იქნება", - გვითხრა ჯემალ ფოსურმა. 

რადიო "მოზიკას" ინფორმაციით, აუზის გახსნა შენობის გაფართოების გამო ჭიანურდება. ეს ინფორმაცია გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმაც დაგვიდასტურა. გორის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მფლობელები შენობას კიდევ ერთ სართულს ამატებენ, სადაც სასტუმროს გახსნას გეგმავენ.

"ვიცი, რომ მფლობელებიც ჩქარობენ. უნდათ, სამუშაოები მალე დაასრულონ, თუმცა მუშაობის პროცესში გაუთვალისწინებელი გადაწყვტილება მიიღოს - აპირებენ შენობას ერთი სართული დაამატონ, სადაც სასტუმრო იქნება. ამის გამოა, რომ ადრე ნათქვამ ვადებში აუზის გახსნა ვერ მოესწრო", - გვითრა კონსტანტინე თავაზარაშვილმა. 

მფლობელების და მერის განცხადებების მიხედვით, გორში საცურაო აუზი ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. ამ საკითხზე რადიო "მოზაიკა" მის ახალ დირექტორს დავით კოშორიძეს დაუკავშირდა. 

ამავე თემაზე: აუზის დირექტორი: გორის საცურაო აუზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

"მე ერთი თვეა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე. ვერაფერს გეტყვით ვადებზე, არ ვიცი, როდის დასრულდება სამუშაოები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად, გორს ევროსტანდრტებით აშენებული საცურაო აუზი ექნება", - გვითხრა კოშორიძემ. 

ინფორმაციისთვის, კოშირიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია. მან გორის საცურაო აუზის პოსტზე დავით კარბელაშვილი ჩაანაცვლა. 

 

Read 756 times Last modified on Last modified on ნოემბერი 08 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი