mukilurji640X90

ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები მიიღებენ

ნოემბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ოჯახები გამოზამთრებისთვის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. 

„მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ წელს გამოზამთრებაში დავეხმარებით გამყოფ ხაზებთან მდებარე ყველა სოფლის მაცხოვრებელს. თითოეული ოჯახი გაზის საფასურის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გათბობის ვაუჩერს აგრეთვე მიიღებს ის რამდენიმე ოჯახიც, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ განხორციელებულა", - განაცხადა ციხელაშვილმა. 

მინისტრის თქმით, 62-ზე მეტ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია და 14 ათასამდე აბონენტს სახლში ბუნებრივი აირი აქვს. 

"ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. უკვე რამდენიმე წელია ისინი გაზის საფასურის ვაუჩერს იღებენ და გამონაკლისი არც ეს ზამთარი იქნება, რადგან მათ სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდებათ", - აღნიშნა ციხელაშვილმა. 

მისივე თქმით, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

Read 527 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი