გორიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში 42 წვევამდელს გაიწვევენ

ნოემბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საშემოდგომო გაწვევაზე გორიდან 14 ნოემბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში 42 წვევამდელს გაიწვევენ.

ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი რევაზიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წვევამდელები სამხედრო სამსახურს კარალეთის სპეცდანიშნულების ბაზაზე გაივლიან.

"ამ ეტაპზე, 42 წვევამდელს გავიწვევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის მოთხოვნა. 55 - დან 60 -მდე ადამიანს გამოვიძახებთ, რომ თადარიგი დავიჭიროთ. მოგეხსენებათ, მკაცრ სამედიცინო შემოწმებას გადიან წვევამდელები და გამოძახებულებიდან რამდენიმეს შესაძლოა ჯანმრთელობამ არ შეუწყოს ხელი. ცალკე პრობლემას გვიქმნის "გირჩის" ღვთისმსახურები. სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი", - განაცხადა ვალერი რევაზიშვილმა.

 

Read 1108 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი