Print this page
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 15:33

მეჯვრისხევი და ფაბრიკის დასახლება გაერთიანდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა წინადადება ფაბრიკის დასახლების და მეჯვრისხევის გაერთიანების შესახებ.

საკრებულოს დეპუტატებმა ამ წინადადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე აღნიშნავს, გაერთიანების თხოვნით გორის საკრებულოს ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა მიმართეს.

"თავად ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა მოგვმართეს ამ თხოვნით. აღნიშნეს, რომ ექმნებოდათ გარკვეული პრობლემები და მათთვის სასურველი იყო მეჯვრისხევთან გაერთიანება. საკრებულომ მოიწონა ეს წინადადება და გაერთიანდა ფაბრიკის დასახლება და მეჯვრისხევი", - განაცხადა დავით რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლისთვის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის N307 დადგენილების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საჭიროა აღნიშნული  წინადადების განხილვა საკრებულოს სხდომაზე მისი მოწონების ან მოწონებაზე უარის თქმის მიზნით.

Read 1346 times