მერია მოსახლეობას 7 მუნიციპალურ პროგრამას სთავაზობს

თებერვალი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით ამ ეტაპზე 7 მუნიციპალური პროგრამა ფინანსდება. კულტურის, სპორტის, განათლებისა, სოციალური და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული თანადაფინანსების პროგრამების ბენეფიტებით სარგებლობა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას ან მოქმედ გაერთიანებებს უკვე შეუძლიათ.

  • სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
  • სოციალური დახმარების გაცემის წესი არეგულირებს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამებით. 
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის მიზანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ასევე ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მერიის მხრიდან 90%-ით ფინანსდება სახურავების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, ლიფტების, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა. 
  • ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით ფინანსდება ის საბიუჯეტო ორგანიზაციები (საბავშვო ბაგა-ბაღები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა.შ.), არასამთავრობო, არარეგისტრირებული კავშირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და სხვა, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას. 
  • განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით მერია ხელს უწყობს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების განხორციელებას - ტრენინგებს, სემინარებს, დისკუსიებს, საინფორმაციო შეხვედრებს, საველე აქტივობებს, კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებს - ოლიმპიადებს, ჩემპიონატებს და ა.შ; პროგრამის ფარგლებში, ასევე, მოხდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება; პროგრამის მესამე კომპონენტია სკოლის კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (საგრანტო ქულის - 100 % ) მიხედვით. 
  • კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით მერია აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნების სფეროში და კულტურული პროექტების განხორციელებით, ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების ორგანიზებითა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებით უზრუნველყოფენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარებას; პროგრამა ასევე ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხელოვანებს, ანსამბლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ ღონისძიებებში, ფესტივალებში, კონკურსებში, კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კონფერენციებში, მასტერკლასებში, რათა ამ გზით შეძლონ საკუთარი ნიჭის რეალიზება და კვალიფიკაციის ამაღლება.
  • სპორტის განვითარების პროგრამა გულისხმობს 4 კომპონენტს: 1. პერსპექტიული სპორტსმენების ტურნირებში მონაწილეობის ხელშეწყობა, 2. მასიური სპორტის განვითარებისა და სპორტულ ღონისძიებებში შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა; 3. წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება და 4. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზება.

არსებულ თანადაფინანსების პროგრამებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მომართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი და მოითხოვონ თანადაფინანსება. განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.

Read 1276 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი