ზვიად საბანაძე: სხვა პარტიაში კი არა, მიწაზე სამუშაოდ მივდივარ

ნოემბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზვიად საბანაძე პარტიის "ევროპული საქართველო" დატოვების შემდეგ, რადიო "მოზაიკას" საკუთარ გეგმებზე ესაუბრა. 

 "ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სხვა პარტიაში გადასვლას ვაპირებ. მინდა გითხრათ, რომ არაფერი მსგავსი გეგმაში არ მაქვს. მე მივდივარ ჩემს სოფელში, რათა მივხედო ჩემს ნაკვეთს. მიწაზე უნდა ვიმუშაო და არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" საბანაძემ. 

მან პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ თითქმის ერთ-საათიანი ჭოჭმანის შემდეგ გააკეთა. კომენტარის გაკეთებამდე, 15 წუთით ადრე, ზვიად საბანაძემ რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ ჟურნალისტებისთვის არაფრის თქმას არ გეგმავდა. 

"როგორც გუშინ გითხარით, მე არანაირი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მერე სიტუაციამ მოითხოვა, რომ კომენტარი გამეკეთებინა. ეს გეგმაში არც მქონია, მაგრამ ეგრე გახდა საჭირო, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, რატომ მომიწია გადაწყვეტილების შეცვლამ", -  გვითხრა საბანაძემ. 

ინფორმაციისთვის, ზვიად საბანაძემ გუშინ განაცხადა, რომ ის პარტიას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსის გამო ტოვებდა. 

"ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა  საბანაძემ.

ზვიად საბანაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად რჩება და დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს. 

Read 522 times Last modified on Last modified on ნოემბერი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი