Back to Top
პარასკევი, 02 თებერვალი 2018 19:06

სიებში, რომლითაც დევნილებს ბინები გადაეცემათ, ცვლილებებია

Rate this item
(0 votes)

კომბინატის დასახლებაში ახალი ბინების დარჩენილი ნაწილს სპეციალური კომისია გადაანაწილებს, - ამის შესახებ „მოზაიკას“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, დეტალური შესწავლის შედეგად, გამოქვეყნებულ სიებში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.

 

ამ ფონზე რადიო „მოზაიკას“ იძულებით გადაადგილებული პირები უკავშირდებიან და განმარტავენ, რომ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების შეცვლა მათში კონკრეტულ ეჭვებს იწვევს და ეს პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება.

დევნილთა სამინისტროს ცნობით კი, მეორე ეტაპზე ადგილნაცვალი პირების მხრიდან  განაცხადების მიღება 20 იანვარს დასრულდა, რამდენ ხანს მოანდომებს აღნიშნული კომისია მათ განხილვას ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის, ბინები 480 დევნილ ოჯახს გადაეცა, თუმცა მათი უმეტესობა ბინებში საცხოვრებლად ჯერ არ გადასულა. 

 

Read 2489 times Last modified on პარასკევი, 02 თებერვალი 2018 19:14