დევნილები სათემო ცენტრის მათთვის გადაცემას ითხოვენ

ნოემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კარალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ცენტრი თითქმის ორი წელია კერძო პიროვნებას იჯარით აქვს აღებული.

მოიჯარე ფართს კომერციული დანიშნულებით იყენებს და ცეკვის სტუდია აქვს გახსნილი. 

დევნლები ამბობენ, რომ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას სათემო ცენტრში ვერ ახერხებენ, რადგან ცეკვის გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, შენობას ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელი კეტავს.

დევნილებს მიაჩნიათ, რომ სათემო ცენტრით სარგებლობის უფლება მათ გარდა არავის აქვს. ისინი გორის მუნიციპალიტეტის მერს სთხოვენ პირადად დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და სათემო ცენტრის გამოყენების საშუალება მიეცეთ.

Read 433 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი