Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018 13:28

გორში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კვლავ რეანიმაციაში რჩება

Rate this item
(0 votes)

გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.

როგორც ჰოსპიტალის პრესსამსახურში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტი შემოიყვანეს სხეულის სხვადასხვა უბანზე მრავლობითი დაზიანებებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, გუშინ კომბინატის დასახლებაში ავტომობილი ქვეითად მიმავალს დაეჯახა. დაშავებული შუახნის ქალია.

Read 1153 times